„ვივამედის“ განცხადება - გამოხმაურებები

„ვივამედის“ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის „ვივამედის“ გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და ის არ გამორიცხავს, რომ პენიტენციურმა მისი უკან, საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა დააპიროს. გიული ალასანიას თქმით კი, ხელისუფლებას სააკაშვილის საპატიმროში დაბრუნება სურს, თუმცა პატიმრის დედის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა ამას ხელს არ უწყობს.

ვივამედის“ განცხადებას აფასებენ პოლიტიკოსებიც. მათი ნაწილი ბრალდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად იუსტიციის მინისტრს აკისრებს. მეორე ნაწილის თქმით კი, სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანა „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის, რადგან მისი „ვივამედში“ ყოფნა მმართველი პარტიისთვის პატიმარ სააკაშვილზე ზრუნვის მტკიცებულებაა.