ვითარება სტიქიის ზონაში - მეათე დღე

24 დაღუპული და ცხრა დაკარგული – შოვში მომხდარი სტიქიიდან ათი დღე გავიდა. დაღუპულთაგან რამდენიმე დღეს შოვის მიმდებარე სოფელ გლოლაში დაკრძალეს. მანამდე კი ტრაგიკულად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ონში გაიმართა. პარალელურად, თითქმის 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა, გუშინ ღამით სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა. მიზეზი წვიმა და მდინარე ბუბას ხეობაში დაწყებული ქვათაცვენა იყო. გამოდარებასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, დღეს დილიდან ვერტმფრენისა და დრონების საშუალებით ტერიტორია კიდევ ერთხელ დაათვალიერა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მოხალისეებიც, რომლებიც ადგილობრივებსა და სამძებრო ოპერაციის მონაწილეებს საჭირო ნივთებითა და საკვებით უმასპინძლდებიან.

რაჭაში მუშაობას აგრძელებს „მოამბის“ ორი გადამღები ჯგუფი – თეონა ხუბულავა ჩაგვერთვება ახლა ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში.