ვითარება საოკუპაციო ხაზზე

ორთვიანი აკრძალვის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი გახსნა. დილის 06:00 -დან სპეციალური საშვებით ახალგორის მცხოვრებლებმა გამშვები პუნქტის საშუალებით გადაადგილება შეძლეს.

ოძისში, ქართულ საგუშაგოსთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს თვალს ადევნებენ.  რაც შეეხება არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც გზის ჩაკეტვის შემდეგ ახალგორში მშობლების გარეშე დარჩნენ, ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ოკუპირებული ტერიტორია რამდენიმე კვირის წინ დატოვეს.

დე ფაქტო რეჟიმმა, ახალგორის გამშვები პუნქტი, 11 იანვარს ჩაკეტა და ამის მიზეზად გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე დასახელა.