ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური საფრთხეშია.
უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს სადგურზე ტერაქტს და პროვოკაციებს ელოდება. ომში მყოფი ქვეყნის დაზვერვის ინფორმაციით, მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავებზე მოწინააღმდეგემ ასაფეთქებელი მოწყობილობების მსგავსი საგნები განათავსა. მოსალოდნელი რისკების და საშიშროების შესახებ კიევმა მსოფლიო ლიდერები უკვე გააფრთხილა. უკრაინის ხელისუფლება ბირთვულ შანტაჟზე საუბრობს და საერთაშორისო საზოგადოებისგან სათანადო რეაგირებას ითხოვს. კონტრბრალდება ისმის მოსკოვიდან.
ქალაქ ენერგოდართან მდებარე ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.