ვითარება ყარაბაღში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე უწყებათაშორისი ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება დაიწყო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ამ მიზნით, სტეპანაკერტში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში 2020 წლის 14 ნოემბრიდან უკვე განთავსებულია ცენტრის ოპერატიული ჯგუფი. დღეიდან კი, ცენტრის დაჯგუფების გაზრდის მიზნით, ცენტრში კონტიგენტის განლაგება იწყება. ბაზების გადასხმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ფედერალური ორგანოების ხარჯზე ხდება. მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის დასრულდება.