ვითარება ვენესუელაში

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისია.

დროებით პრეზიდენტად გამოცხადებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე არაერთი ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო. მათ შორის არის საქართველოც. საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობის აღიარების მიუხედავად, პოზიციების დათმობას არ აპირებს ნიკოლას მადურო, რომელიც მაისში ჩატარებული, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არალეგიტიმურად მიჩნეული საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულია.

წამყვანი ქვეყნები ახლა ვენესუელის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის სხვადასხვა ბერკეტებს განიხილავენ. მადურო კი ქვეყნის შიგნით პოზიციების გაძლიერებას ცდილობს. სამოქალაქო ომის და ჰუმანიტარული კატასტროფის  ზღვარზე მყოფ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.