ვითარება ვენესუელაში

ვენესუელის არალეგიტიმურად მიჩნეული პრეზიდენტი აშშ-ს ახალ ბრალდებებს უყენებს.

ნიკოლას მადურო დონალდ ტრამპს მისი მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს. ვაშინგტონში კი ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების პირველ შედეგებს აფასებენ. სწორედ სანქციებით ხსნის ტრამპი იმ ფაქტს, რომ ნიკოლას მადუროს ოპოზიციასთან მოლაპარკების სურვილი აქვს.

კარაკასში შექმნილი ვითარების გამო ამერიკის პრეზიდენტი თანამოქალაქეებს ვენესუელაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი