ვითარება ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შემდეგ

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც წუხელ ხანძარი იყო, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1500 კვ.მ-დე ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვარკეთილის ბაზრობა ხანძრის შემდეგ [ფოტო/ვიდეო]