ვითარება უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში ღამის განმავლობაში ერთი სამხედრო დაიღუპა. გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, 6 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ათჯერ დაარღვიეს. დღეს დილის 7 საათის მონაცემებით, სროლის ხმა აღარ ისმის. უკრაინელი სამხედროები რაიონში სიტუაციას აკონტროლებენ. ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.

მოამბე

დატოვე კომენტარი