ვითარება უკრაინაში - მხარდამჭერი განცხადებები 

უკრაინა მორიგი რუსული აგრესიის საფრთხის პირისპირ.

აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლების საშიშროება და ესკალაცია ყოველ დღე მატულობს. დონბასში უკრაინელ სამხედროებს შორის მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროებისა და ტექნიკის რაოდენობის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია. ოფიციალური კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებენ. სწორედ უკრაინის აღმოსავლეთში გამწვავებულ ვითარებას დაეთმო პენტაგონში გამართული დღევანდელი ონლაინ-შეხვედრა.