ვითარება უკრაინაში

ცხოვრება ახალი თავდასხმის მოლოდინში.

უკრაინის საზღვართან ისევ დაძაბულობაა. ოფიციალური კიევი რუსული სამხედრო ტექნიკის რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდაზე საუბრობს. თავის მხრივ თავდაცვით ზომებს აძლიერებს ნატოც. ბრიუსელიდან მოსკოვს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მორიგი ომის დაწყების შემთხვევაში დასავლეთის პასუხი და მოქმედებები ერთიანი იქნება. საერთაშორისო საზოგადოებისთვის სიტუაციის დეესკალაციის გზა უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანაზე გადის, თუმცა ამ საკითხზე მოსკოვის და დასავლეთის პოზიციები ერთმანეთს სულ უფრო შორდება. კიევში მსოფლიო ლიდერების გახშირებული ვიზიტების და მკაფიო მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და დასავლეთისთვის წაყენებულ ულტიმატუმებზე უარის თქმას არ გეგმავს.