ვითარება უკრაინაში

12:15, 13.10.2026

რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ქალაქ ხარკოვზე იერიში მიიტანეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში რუსული დრონი დარნიცის რაიონში მდებარე 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი. დარტყმის შედეგად კორპუსის ეზოში ავტომობილებიც დაიწვა. ხარკოვში დარტყმის შედეგად კი, ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზო ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ნანგრევებში სამი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. მისივე ინფორმაციით, საღამოს თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაშავდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა კიდევ ერთი ადამიანი იყოს მოყოლილი.

მსგავსი