ვითარება უკრაინაში

12:17, 29.09.2026

კიევში, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელდა ინფორმაცია კიევში „დობრობუტის“ სამედიცინო ცენტრზე თავდასხმის შესახებაც, რომლის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ექვსი თანამშრომელი. მომხდარს საფრანგეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები გამოეხმაურნენ. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ეროვნული აკადემიის შენობაზე დარტყმა, მეცნიერებისა და სიმართლის მიმართ მტრული დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინებაა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი – უკრაინელი ხალხისა და თავდასხმების შედეგად, დაზარალებულთა მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ევროპა აქტიურად მუშაობს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

მსგავსი