უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევზე მასირებული იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 28 კი – დაშავდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე მიტანილი იერიში რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაულია. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნა, გასულ ღამეს მხოლოდ დედაქალაქის მიმართულებით რუსეთმა 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მთლიანობაში კი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 70 რაკეტა და 611 დრონი. ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის ლიდერებისგან რუსეთის თავდასხმაზე გადამწყვეტ და არსებით პასუხს ელოდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა მეტი ზეწოლა აგრესორზე და მეტი მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, განსაკუთრებით ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგ.