რუსეთის მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე. დაღუპულია 4 და დაჭრილია 70-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილებს შორის არიან არასრულწლოვანებიც. მათ შორის 12 წლის გოგო, რომელიც თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მოჰყვა. კიევის ერთ-ერთ რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია ხუთსართულიანი სახლი, დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების შენობაც. ერთ-ერთი რუსული დრონი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩავარდა, კიდევ ერთი კი ავტოსადგომზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა კიევის სხვადასხვა რაიონებში მდებარე კერძო სახლებიც. ოდესის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ღვინის ქარხანაში. რუსეთი სამიზნე ასევე იყო ზაპოროჟიეს ოლქიც, სადაც 21 ადამიანი დაშავდა. რაკეტა ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლს მოხვდა. დაშავებულებს შორის არის სამი ბავშვი.