ვითარება უკრაინაში

კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთმა მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის მიმართულებით რუსეთმა 500 უპილოტო 40 რაკეტა გაუშვა. კიევში დაღუპულია სულ მცირე, ოთხი ადამიანი. მათ შორის არის 12 წლის გოგონა. კიევის მერის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად, სოლომენსკის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია ხუთსართულიანი სახლი. თავდასხმის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების შენობაც. ერთ-ერთი რუსული დრონი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩავარდა, კიდევ ერთი კი ავტოსადგომზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა კიევის სხვადასხვა რაიონებში მდებარე კერძო სახლები. ოდესის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ღვინის ქარხანაში. საწარმოდან ევაკუირებული იყო 50 ადამიანი. დაზიანდა კერძო სახლებიც. რუსეთი სამიზნე ასევე იყო ზაპოროჟიეს ოლქიც, სადაც 21 ადამიანი დაშავდა. რაკეტა ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლს მოხვდა. დაშავებულებს შორის არის სამი ბავშვი.