რუსული მხარე უკრაინის მიმართულებით შეტევებს განაგრძობს. უკრაინის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათამდე დაშავდა. ზაპორიჟიეში კი რუსი სამხედროების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, უკრაინამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო იმ 16 დასახლებიდან, რომელიც საბრძოლო ხაზთან ახლოს მდებარეობებს და რუსული ძალების შემოჭრის რისკის ქვეშაა. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ენერგორესურსები, განსაკუთრებით კი ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს.