რუსეთის ძალების დარტყმას ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 113 მოქალაქე, რომელთაგან ათის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა ორი მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს. 9 იანვარი ზაპოროჟიეს რეგიონში გლოვის დღედ გამოცხადდა. ოლქის ხელმძღვანელის თქმით, იერიშის სამიზნე შევჩენკო-ვსკის რაიონი გახდა. კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია სამარშრუტო ტაქსი, ტრამვაი და მრავალსართულიანი შენობა.