ვითარება უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე, უგლედარის რაიონში, ქალაქ მარიინკაში ჩავიდა.ზელენსკიმ დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ უკრაინელებმა ზუსტად იციან, რომ ქვეყნის გამარჯვება ჯარისკაცებზეა დამოკიდებული. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა დაიწყო უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16 ტიპის თვითმფრინავებისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ მიმართულებით, რუსეთის ძალები შეტევით მოქმედებებს განაგრძობენ. ქალაქები ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთი განაგრძობდა უკრაინის სხვა ოლქებზე იერიშებსაც. ღამით საოკუპაციო ძალებმა შაჰიდის ტიპის ოთხი დრონი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველას ჩამოგდება მოახერხა. არიან დაშავებულები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საქალაქო ინფრასტრუქტურა.