ევროპის უმსხვილეს ატომურ სადგურზე საერთაშორისო მისია შედის.
ზაპოროჟიესკენ დაძრულ დელეგაციას საერთაშორისო ატომური სააგენტოს დირექტორი ხელმძღვანელობს. მიმდებარე ტერიტორიების ინტენსიური დაბომბვის გამო რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ობიექტზე რადიაციის გაჟონვის საფრთხე მაღალია. საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა მისიამ ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი პირადად უნდა შეამოწმოს. მისიის დაშვებასთან ერთად გაერო-ს კიდევ ერთი მოთხოვნა სადგურის დემილიტარიზაციაა, რომელიც ამ დრომდე უგულებელყოფილია. რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ხერსონია. ოლქის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.