ვითარება უკრაინაში

ამერიკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების გაყვანის ნაცვლად „მათ რაოდენობას ზრდის“. ვითარების განმუხტვის ნიშნებს ჯერ ვერ ხედავენ ნატოშიც. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აცხადებენ, რომ მოსკოვი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. კიევში კი გრძელდება დისკუსია მინსკის შეთანხმებების გარშემო. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსული პირობებით, ამ შეთანხმების შესრულებას არ დათანხმდება. უკრაინის მთავრობამ უკვე მიმართა გაერო-ს რუსეთის დუმის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. კიევში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.