ვითარება უკრაინაში

უკრაინის საზღვრებთან რუსული არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციებზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლები ჩავიდნენ. მათი მიზანი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბის შექმნაა. ვაშინგტონში ისევ ფიქრობენ, რომ რუსეთის თავდასხმის ალბათობა უახლოეს დღეებში მაღალია. განსხვავებული პოზიცია აქვთ კიევში. უკრაინის თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებენ, რომ 16 ან 17 თებერვალს, რუსეთის თავდასხმისთვის მოსკოვს ჯერ შესაბამისი სამხედრო ჯგუფები არ ჰყავს მობილიზებული. ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა გამოცხადებული თავდასხმის თარიღი 16 თებერვალი – უკრაინის ერთობის დღედ გამოაცხადა. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი აშუქებს.

ჟურნალისტი ლევან ახალაია, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე უკრაინის დედაქალაქიდან.