ვითარება უკრაინაში

მსოფლიო ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ ომის საფრთხის განეიტრალებას ცდილობენ. ნატო აღმოსავლეთით თავდაცვის ზომებს აძლიერებს, დასავლეთი რუსეთს კიდევ ერთი თავდასხმის შემთხვევაში, მოსალოდნელ უმკაცრეს ნაბიჯებზე აფრთხილებს. სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებისა და ვითარების დიპლომატიური გზებით დასტაბილურების მიზნით, კიევსა და მოსკოვში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ვიზიტები გრძელდება. მაღალი რისკების გამო, ამერიკის პრეზიდენტი საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. ვაშინგტონი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინას მიმდინარე თვეს დაესხას თავს.