ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მეწყრული კერები კვლავ აქტიურია. სტიქიის შედეგად 15-მდე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. მეწყერსაშიში ზონაა სოფლის ორი უბანი, საიდანაც ყველა მოსახლე, 46 ოჯახი გაიყვანეს. დაზარალებულები ახლა სამ სასტუმროში არიან განაწილებულები. მიწის მასით სულ 58 ჰექტარი ტერიტორიაა დაფარული.
რამდენი ოჯახი შეძლებს საკუთარ სახლში დაბრუნებას, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც გეოლოგები საბოლოო დასკვნას დადებენ.