ვითარება თურქეთ-სირიის საზღვარზე

თურქეთ-სირიის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სირიელების ნაწილი საზღვრის გადაკვეთას ცდილობს და სამედიცინო დახმარებას ითხოვს. თურქეთი სამხედრო ოპერაციას არ წყვეტს. ოფიციალურ ანკარაში ამბობენ, რომ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ კვლავ გაგრძელდება და ისინი სირიელი ქურთების სამხედრო შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.

საზღვარზე კვლავ მობილიზებულია თურქეთის არმიის არტილერია. ადგილზე იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი – ლიკა ალელიშვილი, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე.

ბოლო ინფორმაცია საზღვრიდან.