ვითარება თურქეთ-სირიის საზღვართან

სამშვიდობო ზავის პირობები ამ ეტაპზე სრულდება.

თურქეთ-სირიის საზღვარზე ახლა სიმშვიდეა, თუმცა დილით სასაზღვრო ზონაში აფეთქების ხმა გაისმა. თურქებთან ერთად რუსმა სახმედროებმაც დაიწყეს პატრულირება ე.წ. უსაფრთხო ზონაში, რომლის დასატოვებლად ქურთულ სამხედრო შენაერთებს ერდოღანმა ვადა გაუხანგრძლივა. სამხედრო ოპერაციის შეჩერების მიუხედავად, სირიის ჩრდილოეთით არსებული ვთარება მაინც მსოფლიო ყურადღების ცენტრში რჩება, მითუმეტეს ერდოღანის განცხადების ფონზე, რომელმაც საკუთარი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპერაციის განახლება არ გამორიცხა.