ვითარება ტურიზმის სექტორში
„ტურისტული ნაკადები და სასტუმროების ჯავშნები გაზრდილია, როგორც ზამთრის კურორტებზე, ისე ქვეყნის სხვა ტურისტულ ადგილებზე“ – ასე აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე 2026 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას. მისი შეფასებით, ტურისტული სექტორი აქტიურად დაიწყო, თუმცა კიდევ უფრო მეტი მოგზაურის მისაღებად, ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე მასშტაბურ კამპანიებს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები 9 %-მდე გაიზარდა და 5 მილიონ ნახევარს გადააჭარბა.