ვითარება თეატრალურ უნივერსიტეტში
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტის 83-ე დღეს უნივერსიტეტის შენობა დატოვეს. ადმინისტრაციამ დღეს სამართალდამცველები რამდენჯერმე გამოიძახა, საპატრულო ეკიპაჟებმა კი არსებული ინფორმაციით, ცხრა სტუდენტი ადმინისტრაციული წესით, 5 000 ლარით დააჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმის მიზეზად უნივერსიტეტის შენობაში მანიფესტაციის მოწყობა დასახელდა. თეატრალურის მიმდებარედ სტუდენტების მხარდასაჭერად მსახიობები და რეჟისორები იყვნენ შეკრებილები. სტუდენტები აცხადებენ, რომ ბრძოლას უნივერსიტეტის გარეთ გააგრძელებენ. შეგახსენებთ, ისინი თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცვლილებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.