ვითარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

12:03, 24.11.2024

დღეს დილიდან შეფერხება იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ძლიერი ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გადაიდო ან გაუქმდა 10-მდე რეისი. ასაფრენ ზოლზე დაშვება ვერ მოახერხა ვერც თურქეთიდან გამოფრენილმა რეისმა, რომელსაც უკან მოუწია დაბრუნება. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ინფორმაცია „მოამბეს“ აეროპორტის საინფორმაციო სამსახურმა მიაწოდა.

მსგავსი