ვითარება ტაო-კლარჯეთში

ტაო-კლარჯეთში, მე-10 საუკუნის ქართულ ტაძარში, დოლისყანის კარიბჭეში, საპირფარეშოების მშენებლობა შეჩერებულია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. ელჩის განმარტებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა თვითნებურ მშენებლობას.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი იმედი აქვთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, თურქული მხარე სწორ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

ფოტომასალა გუშინ სოციალურ ქსელში ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა. მასალაში სამშენებლო სამუშაოებია ასახული, სადაც ნათლად ჩანს, რომ ორმოები ამოთხრილია, ნაწილზე რკინის კონსტრუქცია და მილებია დამონტაჟებული.

დატოვე კომენტარი