ვითარება სტიქიის ზონაში
12 ივლისის სტიქიამ კახეთში განსაკუთრებით თელავი დააზარალა. ადიდებულმა თელავისხევმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი დატბორა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კერძო და კომერციული ობიექტები, დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა სამედიცინო დაწესებულებამ, სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვის სამ მისამართზე მიმდინარეობს, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
როგორია პირველადი შედეგები და რა ხარჯების ანაზღაურება მოუწევს ადგილობრივ ხელისუფლებას, – „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე უპასუხებს.