ვითარება სტიქიის ზონაში

სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ უცვლელია. სოფელ კურსების ორ უბანში მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში რჩებიან და სავარაუდო რისკებს იკვლევენ. სწორედ გეოლოგების დასკვნის შემdეგ გაირკვევა, როდის და რამდენი ოჯახი შეძლებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას. საგანგებო შტაბი დაზარალებულების საჭიროებებს სწავლობს, სოფლის მოსახლეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით სასტუმროებში გადაანაწილა, უკვე მეორე დღეა მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ, მცირეწლოვნებთან მუშაობს ბავშვთა ფსიქოლოგიც. იმის გამო, რომ ამ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის, კვლავ ჩაკეტილია ტყიბული – ქუთაისის დამაკავშირებელი გზა.

ბოლო დღეებში სტიქიის ზონაში „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს. გენო ოსიყმაშვილისა და გიორგი პაჭიკაშვილის რეპორტაჟი.