ვითარება სტიქიის ზონაში

12:08, 15.03.2026

სტიქიის მეოთხე დღე. ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია. ადგილზე გახსნილია უწყებათაშორისი საგანგებო შტაბი, სადაც პრობლემის სწრაფად მოგვარებაზე მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დანგრეულია 15-მდე საცხოვრებელი სახლი. მეწყერსაშიში ზონაა სოფელის ორი უბანი, საიდანაც ყველა მოსახლე, 46 ოჯახი გაიყვანეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულები სამ სასტუმროში გადაანაწილა. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და საჭირო მედიკამენტებიც მიეწოდათ. პროცესში ჩართულები არიან ბავშვთა ფსიქოლოგებიც. როდის და რამდენი ოჯახი შეძლებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც გეოლოგები შესაბამის დასკვნას დადებენ.

მსგავსი