ვითარება სტიქიის ზონაში
სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში რჩებიან და სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას სწავლობენ. გეოლოგების პირველადი შეფასებით, მეწყრული ზონის ნაწილი სტაბილიზაციის ფაზაშია, თუმცა, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე, დინამიკა კვლავ ფიქსირდება.
პროცესი სოფელში 12 მარტს დაიწყო, სტიქიამ 60-მდე ჰექტარი ტერიტორია მოიცვა და 70-დან 80-მდე ადგილობრივის ნაკვეთი და სახლი მეწყრულ ზონაში აღმოჩნდა. ამ დროისთვის სოფლიდან 49 ოჯახია გაყვანილი. სინოპტიკოსების პროგნოზით კი, 15 მარტს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ნალექიანი ამინდი იქნება.
გენო ოსიყმაშვილი და გიორგი პაჭიკაშვილი სტიქიის ზონიდან.