ვითარება სტიქიის ზონაში

შოვში დაკარგულთა ძებნის პროცესი გრძელდება. დილიდან მაშველებმა ახალი მიმართულებებით დაიწყეს მუშაობა. ამ დრომდე ვერ პოულობენ შვიდ მოქალაქეს. სამძებრო სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან და სამხედროებთან ერთად, ჩართულია მძიმე ტექნიკაც.