ვითარება სტიქიის ზონაში

24 გარდაცვლილი და ცხრა დაკარგული.

უკვე 11 დღეა შოვში ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძებრო არეალს თითქმის ყოველდღიურად აფართოებს, შედეგად დღეს დილიდან ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადასვენებული. პარალელურად რაჭაში დღეს რამდენიმე მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

სტიქიის ზონაში მუშაობს „მოამბის“ ორი გადამღები ჯგუფი.