ვითარება სტიქიის ზონაში

რაჭაში, სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, პოლიციელი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. სტიქიის ზონაში ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამაშველო ღონისძიებები. გაფართოვდა ძებნის არეალი. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, მათგან 14 იდენტიფიცირებულია. ამ დრომდე ეძებენ 16 მოქალაქეს.