ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირების ზონაში მოჰყვა სპარსეთის ყურის ქვეყნებიც. დუბაიში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. „სიენენის“ ინფორმაციით, ქალაქში სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რასაც რამდენიმე წუთში კიდევ ერთი აფეთქება მოჰყვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შავი კვამლი შენიშნეს ჯებელ ალის პორტის ტერიტორიაზეც. მანამდე თავდასხმა მოხდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტზეც, რის შედეგადაც აეროპორტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა. კატარის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან შეტევა 65 რაკეტითა და 12 დრონით განხორციელდა.