საბრძოლო მოქმედებების ზონაშია სპარსეთის ყურის ქვეყნებიც. ომანში, დუქმის პორტში საწვავის ავზი დრონით დაბომბეს. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. იგივე პორტი დრონებით თავდასხმის სამიზნე გასული კვირის ბოლოსაც გახდა. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის იერიშის შედეგად ბაჰრეინში ამერიკული საჰაერო ბაზა განადგურდა. აშშ-მა თავის არასაგანგებო სამთავრობო პერსონალს ახლო აღმოსავლეთის ექვსი ქვეყნის დატოვების ბრძანება მისცა. ირანმა ორმუზის სრუტე დახურა, როგორც ირანში აცხადებენ, ნებისმიერ ტანკერს ცეცხლს გაუხსნიან, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება. ამჟამად, ორმუზის სრუტის მიმდებარედ, 150-მდე ტანკერია ჩარჩენილი, ოთხი მათგანი დაზიანდა.