ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება ისევ დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბასარ-გეჩარის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს ქელბაჯარის რაიონის სოფელ ზეილიკში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით. სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლით უპასუხეს. ამჟამად  ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს. სომხეთის თავდაცვის უწყება კი  აზერბაიჯანული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ იუწყება. სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისს, დაახლოებით დილის 08:40 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციების მიმართულებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეგარ-ქუნიკის მონაკვეთზე.

სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი.

დატოვე კომენტარი