ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, 282 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბაქომ ერევანს 32 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, ინფორმაცია დაადასტურა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც. როგორც ბაქოში აცხადებენ, ამჟამად სომეხი სამხედროების სხვა ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ, რის შემდეგაც, მათ სომხეთს გადასცემენ.