ვითარება სოფელ გუმათში

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი, ზაზა ლომინაძე შეხვდა. აქციის მონაწილეებმა ლომინაძეს თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნეს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დილიდან სოფელ გუმათში არიან შეკრებილები. აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ზაზა ლომინაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აქციის წევრებს შორის მორიგი შეხვედრა მაქსიმუმ პარასკევამდე შედგება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კვლავ ითხოვენ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. გზა რკინის ჯებირებით ისევ გადაკეტილია და სოფლისკენ მოძრაობა აკრძალულია. თავის მხრივ, საავტომობილო გზა ავტომობილებით გადაკეტილი აქვთ ჰესის მოწინააღმდეგეებსაც.

მოამბე

დატოვე კომენტარი