ვითარება სოფელ ჩორჩანასთან - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო რეჟიმისა და ქართული მხარის წარმომადგენლების შეხვედრა ჩაინიშნა. აუდიენციაში მონაწილეობას ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებიც ერგნეთის შეხვედრებშიც მონაწილეობენ. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან ამ დროისთვის სიმშვიდეა და ვითარება სტაბილურია. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების ულტიმატუმის ვადა, ქართული პოსტის გაუქმების შესახებ, 06:00 საათზე ამოუწურა. დაახლობით ერთი საათის წინ ისმოდა სროლის ხმა, თუმცა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის განცხადებით, აღნიშნული, შესაძლოა, ნადირობის სეზონს უკავშირდებოდეს. ადგილზე იმყოფებიან შსს-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

გურამ როგავა დეტალებით.