ვითარება სოფელ ატოცში

რკინის ახალი ბადეები 11 თვის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე. სოფელ ატოცში რუს სამხედროებს სამუშაოები დღეს აღარ განუახლებიათ. ცოტა ხნის წინ კი ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ის ადგილი ენახათ, სადაც ოკუპანტებმა რკინის ღობეები დაამონტაჟეს.

სოფელ ატოცში ახლა სიმშვიდეა. უკანონოდ გავლებული ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები პატრულირებენ.

მიმდინარე პროცესი დღესვე მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა გააპროტესტეს. აქცია ამ დროისათვის უკვე დასრულებულია. ვითარებას ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ.