ვითარება სკოლებში

პირველ დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

ერთი მხრივ, იგეგმება მანდატურების ფუნქციების გაზრდა და, მეორე მხრივ, აქცენტი კეთდება სკოლაში ზრუნვითი დამოკიდებულების გაძლიერებაზე.

შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების სამინისტროებისა და პროკურატურის ჩართულობით შექმნილია უწყებათშორისი ჯგუფი, რომელიც მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის ახლა გამოსავალს ეძებს. ახლად შექმნილმა ჯგუფმა პირველ რიგში მანდატურების საჭიროებები უნდა შეაფასოს და სტრატეგიაც მოამზადოს.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების პროცესში საპატრულო პოლიციაც ერთვება.