ვითარება სირიაში და გეოპოლიტიკური რეალობა

„მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს სირიის ახალი მთავრობის“ – ასეთია სირიელი ამბოხებულების ლიდერის პირველი საჯარო მოწოდება მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხეს. აბუ მოჰამედ ალ-ჯოლანი აცხადებს, რომ სირიელები ომებით დაიღალნენ და აღარ არიან მზად ახალი ომისთვის. სირიაში მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებები განსაკუთრებულ ყურადღებას სირიის მეზობელ ქვეყნებში იწვევს. სირიის სამხრეთში მობილიზებულია ისრაელის ჯარები პოტენციური საფრთხეების აღსაკვეთად, სირიის ჩრდილოეთში თურქეთისგან მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფები ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებს უპირისპირდებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ქურთების სამიზნეების დაბომბვა დაიწყო.