ვითარება სირიაში

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ახალი ხელისუფლება რელიგიურ-ეთნიკური დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა.

ბაშარ ასადის ალავიტების მიმდინარეობა ახალ ხელისუფლებას შევიწროებაში ადანაშაულებს. ალავიტების ლატაკიის და ტარტუსის პროვინციებში ახალი მმართველების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. პარალელურად სამხედრო მოქმედებები გრძელდება ქვეყნის ჩრდილოეთში ქურთულ სამხედრო ჯგუფებთან. სირიაში არსებული ვითარება მეზობელი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. თურქეთის ხელისუფლება ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამზადებს.