სირია გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას – ასე აფასებენ საერთაშორისო ლიდერები ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. დიპლომატები მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი. მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული შეერთებული შტატებიც. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში იმყოფება, სადაც პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ახალ ადმინისტრაციას დახმარებას ჰპირდება თურქეთიც. სირიელმა მეამბოხეებმა რამდენიმე დღის წინ დიდი ქალაქები დაიკავეს, 8 დეკემბერს კი დედაქალაქში შევიდნენ და განაცხადეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხეს. სწორედ ამის შემდეგ ქვეყანაში არასტაბილური ვითარება შეიქმნა. ჯერჯერობით არავინ იცის ვინ განაგრძობს ქვეყნის მართვას მომავალში.