ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები იორდანიაში შეიკრიბნენ. განხილვის სირიაში მიმდინარე მოვლენები იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა პრესკონფერენციაც გამართეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს ინკლუზიური და პატივი სცენ უმცირესობების უფლებებს. მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, თუმცა ამ მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა თავად სირიის წარმომადგენელი.