ვითარება სირიაში

სირიის პრეზიდენტმა, რომელსაც რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ,  ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სტრატეგიული ტერიტორიების აღება შეძლო.

ამბოხებულები იარაღს აბარებენ. რევოლუციის გულად წოდებული ქალაქ დარაას ჩაბარებამ, ამბოხებულთა პოზიციები მნიშვნელოვნად დაასუსტა. ქალაქი, რომელიც ისრაელისა და იორდანიის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, სირიის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო მონაპოვარია.

2011 წელს დაწყებულ ომს სირიაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 11 მილიონი კი დევნილად იქცა.